Added to cart There are not enough items in stock Added to wishlist Already added to wishlist
cover

About us

About us

divider
  1. ბოკნეთური სალამი,

რადგან ამ წერილს კითხულობ, უკვე ბოკნეთური ამბების ნაწილი გამხდარხარ.

კეთილი იყოს შენი შემობრძანება ყველაზე მეგობრული მთების, შთამბეჭდავი ხედების, უძველესი ციხე-სიმაგრეების და უიშვიათესი ბინადრების სამყაროში.

მე შენი მეგზური ვიქნები და ერთად აღმოვაჩინოთ ძამას ხეობა! ბოკნეთური ენერგიით დაგიგემავ საინტერესო ტურებს და უსაფრთხოდ მოგატარებ ყველა კუნჭულს. საღამოს კი ბუხარს ერთად მივუსხდეთ და ბოკნეთის გემრიელ სამზარეულოს დავუმეგობრდეთ, რომელიც სავსეა ნატურალური ნუგბარით.

მე შემიძლია ჩემი სივრცე გაგიზიარო შენი პროექტების, წვეულებების და შვებულებისთვის, რათა ერთად შევქმნათ შენი ბოკნეთური თავგადასავლები!

თუ ამ საოცრებებით სავსე სამყაროში მოგზაურობა გინდა, ძამას ხეობის სოფელ გვერძინეთში მესტუმრე.

Contact About us
arrow
" "